„გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნებით“ – წესები, რომლებიც აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას უნდა დაიცვას
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებმა გამოცდის გამოცდის დღეს, რეგისტრაციისა თუ ტესტირების პროცესში კონკრეტული წესები უნდა დაიცვან, რომლებიც, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ემსახურება გამოცდის მიმდინარეობისას აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნასა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფას.
EDU.ARIS.GE მოგიყვებათ იმ წესების შესახებ, რომლებიც თქვენ უნდა დაიცვათ.
გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება: ფორმატი ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.
აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს აბიტურიენტის უფლება-მოვალეობის ჩამონათვალით გათვალისწინებულ წესებს.
- რეგისტრაცია იწყება გამოცდამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს – ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით აღნიშნულ მისამართზე და გაიაროს რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
- რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს;
- რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში;
- აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა) აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით;
- ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი (შტრიხკოდისა და მაგიდის ნომერები იდენტურია);
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს);
- სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი;
- ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი;\
- საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს;
- საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:
– ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე.წ. (შპარგალკის), მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
– წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
– ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, დამკვირვებელი ვალდებულია, გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.
გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტები გაეცნობიან წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში:
საგამოცდო სექტორში აბიტურიენტები უნდა დასხდნენ მათთვის განკუთვნილ ადგილას;
მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალმის, პასუხების ფურცლისა და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალის მაგალითად: (რუკა, მენდელეევის ტაბულა) დადება შეგიძლიათ – არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი, პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ, დადოთ იატაკზე);
პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ;
– ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან;
– პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
– ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ;
– საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ დამკვირვებელს;
– გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.
დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წინასწარ მოითხოვეს სპეციალური პირობების შექმნა და წარმოადგინეს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც ცენტრში შექმნილმა კომისიამ (რეგისტრირებულ ფუნქციონალური დარღვევის მქონე აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი ცნობების განხილვის თაობაზე შექმნილი კომისია) დროის დამატებასთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
გაითვალისწინეთ, თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, მიმართეთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით უნდა ჩააბაროთ პასუხების ფურცელი, ასევე შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცელი. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ საგამოცდო სექტორს.
აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გადაწყვეტილებას გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.
გაითვალისწინეთ, ნაშრომი არ გასწორდება, თუ:
- პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
- აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
- პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
გახსოვდეთ, არ შეიძლება:
- პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
- გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
- დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
- დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).
ასევე იხილეთ:
„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024