გორის უნივერსიტეტისა და ედვარდ რაუპის ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკის ინიციატივით, „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა 2017“ მოეწყო
გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის უცხო ენების კათედრისა და ედვარდ რაუპის ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკის ინიციატივით 6-10 ივლისს მოეწყო „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა 2017“. მასში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებმა, მოსწავლე-ახალგაზრდებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
მეცადინეობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს აქტივობები „საზაფხულო სკოლის ცხოვრებიდან“, სიმღერები და ლექსები ინგლისურ ენაზე.
საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი