გორის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისათვის შემოქმედებითი ტური ზოგად ფიზიკურ მომზადებაში 21-23 ივნისს ჩატარდება
სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლისათვის სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებისათვის შემოქმედებითი ტური ზოგად ფიზიკურ მომზადებაში, ჩატარდება 2016 წლის 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, 10:00 – 16:00 სთ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის I კორპუსის სპორტულ ბაზაზე (მისამართი: გორი, ჭავჭავაძის 53).
შემოქმედებითი ტურის ნორმატივების მიღება ჩატარდება სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით N1-14 (17. 03. 2016) დამტკიცებული ნორმატივებისა და შეფასების შკალების მიხედვით.
ტურის შედეგები 2016 წლის 27 ივნისს გადაეცემა სსიპ-გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ამავე დროს, გამოქვეყნდება სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
შემოქმედებითი ტურის ნორმატივები და შეფასების სტანდარტული შკალები
შემოქმედებითი ტურის ჩატარებამდე აბიტურიენტმა უნდა გადაიხადოს 10 ლარი სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ანგარიშზე (დანიშნულებაში მითითებული იქნეს შემოქმედებითი ტური):
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი- სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი- TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 7 0907 7289
დანიშნულება: სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 2016 წლის შემოქმედებითი ტურის საფასური აბიტურიენტის გვარი, სახელი, სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
პასუხისმგებელი პირი ალექსანდრე იაშვილი 599 22 72 55
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი