GE

გორის უნივერსიტეტში გაიხსნა უნივერსიტეტის ბიბილიოთეკაში დაცული რარიტეტული წიგნადი ფონდის გამოფენა

27 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში, “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017” ფარგლებში, გაიხსნა უნივერსიტეტის ბიბილიოთეკაში დაცული რარიტეტული წიგნადი ფონდის გამოფენა.

წარმოდგენილი იყო ქართული, ინგლისური, გერმანული და ფრანგულენოვანი წიგნები, აქედან ყველაზე ძველი XVII საუკუნის გამოცემაა. გამოფენას თან ერთვის სპეციალური საპრეზენტაციო მასალა.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები და მოსწავლეები. გამოფენა გასტანს დღის ბოლომდე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური