GE

გორის უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 177-ე წლისადმი მიძღვნილი თეორიულ-პრაქტიკული სემინარი

26 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 177-ე წლისადმი მიძღვნილი თეორიულ-პრაქტიკული სემინარი.

სემინარის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი; პასუხისმგებელი მდივანი, პროფესორი პაატა ქურდაძე.

სტუმრებს და მონაწილეებს მიესალმნენ და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, პროფესორმა პაატა ქურდაძემ.

სემინარზე წარმოდგენილი იყო გორის უნივერსიტეტის პროფესორების და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგების ნაშრომები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური