GE

გორის უნივერსიტეტში ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების შესახებ ლექცია გაიმართა

4 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში ჩატარდა ლექცია უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის III და IV კურსის სტუდენტებისა და გორის VIII საჯარო სკოლის X და XI კლასელებისათვის.

ლექციის თემა: ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება.

გორის უნივერსიტეტის ცნობით, მოსწავლეებმა გულწრფელად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რას ელოდნენ უნივერსიტეტში ჩატარებული ლექციის მოსმენიდან. სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაწყვიტეს გაგრძელდეს ასეთი შეხვედრები.

ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მათი პედაგოგი ნინო ქოქოშვილი, ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე ცერცვაძე და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური