გორის უნივერსიტეტში სასწავლო ისტორიული რუკების და მასალების გამოფენა გაიმართა
20 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის, ქალბატონ მანანა მიჩიტაშვილის ინიციატვით გაიმართა შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტ ნანა ციხისთავსა და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ მანანა შეყილაძესთან, რომელმაც დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიები“. ორგანიზაციის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და დანერგვა სკოლებში, ასევე მასწავლებელთა გადამზადება.
უნივერსიტეტში მოეწყო სასწავლო რესურსების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სასწავლო, ისტორიული რუკები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიისთვის. ასევე ნუმიზმატიკური ტაბულები, თემატური პლაკატები, კონტურული რუკები და დამხმარე ელექტრონული სახელმძღვანელოები.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი მიესალმა სტუმრებს და მადლობა გადაუხადა საჩუქრად ჩამოტანილი წიგნებისთვის. გამოფენას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა მსგავსი შეხვედრებისა და აქტივობების მნიშნვნელობაზე.
შეხვედრა ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები. გორის საჯარო სკოლის მასწავლებლები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი