გორის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და ლიეტუვას ელჩის შეხვედრა გაიმართა
12 ოქტომბერს, გორის უნივერსიტეტში “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტების შეხვედრა ლიეტუვას ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან.
შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. მოხსენებები გააკეთეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ და ლიეტუვას ელჩმა, ბატონმა გიედრიუს პუოჯუნასმა.
სტუმრებს მიესალმა და მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.
შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი