GE

გორის უნივერსიტეტში თემაზე “სსმ ბავშვები და მათ გარშემო არსებული სტიგმები” ღონიძიება გაიმართა

2019 წლის 5 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების (60 კრედიტიანი პროგრამა) ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს საზოგადოება ,,ბილიკის“ დღის ცენტრის, გორის კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრის და ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

ღონისძიების მთავარი თემას წარმოადგენს – სსმ ბავშვები და მათ გარშემო არსებული სტიგმები. ღონისძიებაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს კულტურულ-შემოქმედებითი რეპერტუარი, რითიც მსმენენლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები. პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და მონაწილეებს, ხოლო ღონსიძიების ორგანიზატორებს უნივერსიტეტის სახელით მადლობის სიგელი გადასცა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას უხდის ღონისძიების პარტნიორებს – რესტორან „ჟოსეფ“-ს და მის მფლობელს, ბატონ გიორგი კანდელაკს, „კაფე 22“-ს, ბავშვთა გასართობი ცენტრ „რიო“-ს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური