გორის უნივერსიტეტში წიგნის – „ბაგრატიონები – სამეფო ტახტის მემკვიდრე“ – პრეზენტაცია გაიმართა
8 ნოემბერს გორის უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა წიგნის, „ბაგრატიონები – სამეფო ტახტის მემკვიდრე“ პრეზენტაცია. წიგნის ავტორები არიან – სამეფო კარის კანცლერი, კახა ქორიძე და ბაგრატოვანთა გვარის ისტორიკოსი, სოსო ბიჭიკაშვილი.
ნაშრომში ბარგატიონ-გრუზინსკების ისტორია დოკუმენტური მასალითაა მოთხრობილი. შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. წიგნის შესახებ მოსაზრება გამოთქვა გორის უნივერსიტეტის პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა.
წიგნის ავტორებთან ერთად ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ნუგზარ ბაგრატიონ – გრუზინსკი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი