გრენობლის მეექვსე მიღება
5-6 ოქტომბერს, სასტუმრო “ბეტსი”-ში, დილის 10 საათიდან კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა გრენობლის სკოლასთან ერთად ახალ მიღებული სტუდენტებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს დაიწყებს.
პრეზენტაციას უშუალოდ გაუძღვება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დირექტორი პაატა ბრეკაშვილი და GGSB MBA პროგრამის დირექტორი ფილ იარი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა და გარე პროგრამებზე, მათ შორის გრენობლის MBA პროგრამაზე საქართველოში.
ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და უკეთ გაერკვევიან პროგრამის არსში. შეხვედრები სტუდენტებთან ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ეს ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მეექვსე მიღებაა.
შეგახსენებთ, რომ ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც საბოლოოდ გასცემს ორმაგ ხარისხს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი გრენობლის ბიზნესის სკოლის მიერ და საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ.