გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების განხილვა
26 ივნისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება ქართული ენისა და ლიტერატურის მე-11 კლასის 2012 წელს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების (მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი) განხილვა.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, რომლის თანამშრომლებიც განიხილავენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელმძღვანელოებს ლიტერატურათმცოდნეობისა და განათლების მეცნიერებებების თანამედროვე გამოწვევების ჭრილში; იმსჯელებენ მათ კონცეფციაზე, შესაბამისობაზე წიგნიერების განვითარების პრობლემებთან, ასევე, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლიტერატურათმცოდნეები, ლინგვისტები, განათლების სპეციალისტები – სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიი.
მისამართი: კოსტავას ქ. 5, თსუ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, სხდომათა დარბაზი
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი