GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კონკურსში გაიმარჯვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო კონკურსში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი / მონოგრაფია / საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევა და მათ გამოქვეყნება.

პროექტის ინიციატორი და ავტორია საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ფოლკსვაგენის ფონდის სტიპენდიანტი, პროფესორი გიორგი მირიანაშვილი. მისი ავტორობით მომზადდება და გამოიცემა ნაშრომები:

  • ევროპის კავშირის სამართალი;
  • ევროპის კავშირის ცნობარი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის კოლიზიური ევროპული სტანდარტები ექსტრადიციის პროცესში

ნაშრომები გამოიცემა უნივერსიტეტის თანამონაწილეობით.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური