GE

GRUNI-ში ლიდერობის საერთაშრისო პროგრამის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი განაგრძობს ახალგაზრდების გაძლიერების პროგრამების განხორციელებასა და პარტნიორ სკოლებთან თანამშრომლობას.

2024 წლის 10 მაისს გრუნიში გაიმართა ახალგაზრდული ლიდერობის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის დახურვის საზეიმო ცერემონია.

ლიდერობის პროგრამა გრუნის, სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაცია Global Citizen Education Group-ისა და აზერბაიჯანის განათლების მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაციის საერთო პროექტია, რომელიც შექმნილია მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. პროექტში მონაწილეობდნენ ქართველი, აზერბაიჯანელი, ფილიპინელი და ვიეტნამელი ახალგაზრდები.

პროექტი, რომელიც 9 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახალგაზრდებს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარა, რაც თანამედროვე ლიდერად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. სესიები ჩატარდა ინგლისურ ენაზე და მოიცავდა შემდეგ თემებს: ლიდერობის ტიპები, დროის მენეჯმენტი, მიზნის დასახვის ხელოვნება, სტრესის მენეჯმენტი, ემოციური და კულტურული ინტელექტი, პრობლემისა და კონფლიქტის გადაჭრის გზები, მეწარმეობა, პროექტის მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია და ნეთვორქინგი.

საქართველოდან შერჩეულმა ათივე კანდიდატმა:

ნია მაჭარაშვილმა – სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS;
გიორგი ტატალაშვილმა- სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS;
ქეთევან ჯიშიაშვილმა – ტყიბულის #1 საჯარო სკოლა;
ანი ჯოჯუამ – თბილისის #71-ე საჯარო სკოლა;
მარიამ მჭედლურმა – თბილისის #107-ე საჯარო სკოლა;
მზია გოდაძემ – ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;
ლილე კამლაძემ – ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;
საბა ზარანდიამ – თბილისის სკოლა-ლიცეუმი “მწიგნობართუხუცესი“;
ანი ბერიკაშვილმა – თბილისის კლასიკური გიმნაზია;
ლაშა კავთელაძემ -თბილისის #107-ე საჯარო სკოლა;

წარმატებით დაასრულა პროგრამა.

საბოლოო პროექტების წარდგენისას, ორმა მონაწილემ: ანი ჯოჯუამ და საბა ზარანდიამ, ინოვაციურობისთვის დამსახურების სიგელებიც მიიღეს.

პროგრამის მონაწილეებს წარმატებები უსურვა რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. ასევე, Global Citizen Education Group-ისა და აზერბაიჯანის განათლების მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ვირტუალურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში.

პროგრამას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, ვიცე-რექტორი და ბიზნესსკოლის დეკანი, ვახტანგ ჭარაია, ბიზნეს სკოლის მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, თენგიზ თაქთაქიშვილი.

კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური