GE

„ჰორიზონტი ევროპა“ – ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამა და გრუნი

კვლევის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი განაგრძობს თანამშრომლობას ევროპულ ფონდებთან და კვლევით ორგანიზაციებთან.

გრუნი აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს სთავაზობს საინტერესო შეხვედრებს, ტრენინგებსა და მრგვალ მაგიდას, რომელიც გაიმართება უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული წარმომადგენლობის მონაწილეობით.

საუბრები შეეხება სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის სწორად მოძიებასთან, კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და სრულყოფილად წარდგენასთან.

შეხვედრების კონკრეტული თარიღებისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, სიახლეებისა და ანონსების განყოფილებაში.

„ჰორიზონტი ევროპა“ კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტის სახით გაიცემა. პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.

„ჰორიზონტი ევროპას“ სხვადასხვა საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ როგორც კვლევით დაწესებულებებს (მათ შორის უსდ-ებს), ისე მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც აქვთ ინოვაციური იდეა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სურთ მათი დანერგვა/განვითარება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ გვერდს: ჰორიზონტი ევროპა

მიმდინარე კონკურსებსა და სიახლეებს თვალი ადევნეთ ფეისბუკგვერდზე

ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო დღეების ჩანაწერები იუთუბ არხზე 

ჰორიზონტის ევროპის დეშბორდი – ჰორიზონტი ევროპის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური