GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კოლოკვიუმი ,,ქალი ძალაუფლებასა და მეცნიერებაში’’ ჩატარდა

28 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კოლოკვიუმი ,,ქალი ძალაუფლებასა და მეცნიერებაში’’.

გახსნის ცერემონიალს უძღვებოდა კოლოკვიუმის ორგანიზატორი “ალმა მატერის” პროფესორი, საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი თამარ გაგოშიძე. დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი, საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობასა და კულტურის დარგში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს რეგიონალური წარმომადგენელი თამარ ღარიბაშვილი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი ეკატერინე ჟორჟოლიანი და მოლდოვას რესპუბლიკის დელეგატი, პროფესორი აურიკა კირსანოვა.
კოლოკვიუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს და მსოფლიოს რვა უნივერსიტეტის მეცნიერმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური