რას ისწავლით GRUNI-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე – აბიტურიენტისთვის
გსურს, შენი კარიერა ტურიზმის სწრაფად მზარდ ინდუსტრიას დაუკავშირო?
გრუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში:
– დაეუფლები ტურიზმის მართვის თანამედროვე პრინციპებსა და ტენტენციებს. უკეთ გაიგებ, როგორ მუშაობს ტურისტული ბიზნესი ადგილობრივ და გლობალურ დონეზე
– გაეცნობი ტურისტული მომსახურების დაგეგმვის, მართვისა და სტრატეგიული განვითარების ყველა ეტაპს
– ისწავლი ტურისტული პროდუქტების შექმნას, მარშრუტების დაგეგმვასა და მოგზაურობის ლოჯისტიკის ორგანიზებას
– გაიღრმავებ ცოდნას გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურიზმის მენეჯმენტში, რომელიც აერთიანებს კულტურულ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ფაქტორებს.
სწავლის დასრულების შემდეგ კი, შეძლებ, დასაქმდე:
- ტურისტულ სააგენტოებსა და სასტუმრო ინდუსტრიაში
- კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში
- საჯარო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში
- საერთაშორისო ორგანიზაციებში
საგნები, რომლებიც უნდა ჩააბარო, რომ ტურიზმის პროგრამაზე ისწავლო:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხოური ენა (გერმანული / ინგლისური / რუსული / ფრანგული)
- მათემატიკა / ისტორია / გეოგრაფია
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი