GRUNI-ში X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ინოვაციური ტრენინგ-კონკურსი გაიმართება
28-29 მარტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ინოვაციური ტრენინგ-კონკურსი, თემაზე: „მოლაპარაკება, მედიაცია, ლიდერობა“ ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში:
- ჩაერთვები რეალურ სიმულაციურ პროცესებში, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ აქტივობებში;
- განივითარებ მოლაპარაკების, მედიაციისა და ლიდერობის უნარებს;
- მიიღებ ახალ ცოდნას, გამოცდილებას, დაამყარებ სოციალურ კავშირებს.
ტრენინგ-კონკურსი სახალისო და შემეცნებითი ფორმატით ჩატარდება.
კონკურსის ფინალს განათლების სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები, პროფესიული გაერთიანებების თავმჯდომარეები და უნივერსიტეტის პროფესორები დაესწრებიან.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, გამარჯვებულები კი უნივერსიტეტის 100%-იანი სასწავლო გრანტით დაჯილდოვდებიან.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი