GRUNI-ში გლობალური ჯანდაცვის საერთაშორისო კონგრესი გაიმართა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სამ დღეს მიმდინარეობდა გლობალური ჯანდაცვის საერთაშორისო კონგრესი: „ჯანმრთელობის ჰორიზონტები – მეცნიერება, პოლიტიკა და ჰუმანიზმი“.
კონგრესის ძირითადი მიზანი იყო: სხვადასხვა დისციპლინის პროფესიონალებისა და დაინტერესებული მხარეების შეკრება, გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების წახალისება და რეგიონთაშორისი კრიტიკული ჯანდაცვის გამოწვევების განხილვა.
ჯანდაცვის პროფესიონალები, სახელმწიფო სტრუქტურებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ჟურნალისტები, დიპლომატები, 4 სესიად განიხილავდნენ გლობალური ჯანდაცვის ძირითად საკითხებს:
- უნივერსალური ჯანდაცვა, გამოწვევები თანამედროვე ეპოქაში;
- ბიოუსაფრთხოება და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობა;
- ზოგადი და მეტაბოლური ქირურგია დღეს, 21-ე საუკუნის გამოწვევები;
- ქალის ჯანმრთელობა, სილამაზე და კეთილდღეობა;
- რეაბილიტოლოგიისა და კურორტოლოგიის გამოწვევები საქართველოში;
სტუდენტური სესია.
საქართველოს, ამერიკის, გერმანიის, სლოვაკეთის, კანადის, ეგვიპტის, საფრანგეთის, ნიგერიის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, კოსოვოს წარმომდგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს კონგრესის მონაწილეებს, პანელურ დისკუსიებზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი