GRUNI-ში საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
2023 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“.
პროექტის ორგანიზატორები არიან:
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
- თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.
სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – თავმჯდომარე;
პროფესორი ვახტანგ ჭარაია (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით) – თანათავმჯდომარე;
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – თანათავმჯდომარე;
-
განვითარება, გუნდურობა და ახალი გეგმები – GRUNI-ს მედიაციის ცენტრმა წლის თიმბილდინგი გამართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-მ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან ოფიციალური აღიარება მიიღო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი