გრუნის პროფესორთა ახალი კვლევები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა
გერმანულ საერთაშორისო მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში (№ 61, 2023, https://zenodo.org/) გრუნის აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის ახალი კვლევები გამოქვეყნდა.
შრომები ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ბიზნესის მართვა, საბანკო სექტორის მუშაობის თანამედროვე ტენდენციები და გავლენა ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე, გასტრონომიული ტურიზმი და სხვ. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი შედარებით ანალიზს, რომელიც საქართველოსა და ევროპის ქვეყნების უახლეს გამოცდილებას ეფუძნება. სტატიებში მკითხველი გაეცნობა საინტერესო სტატისტიკასა და მეცნიერულ მიგნებებს.
“ვულოცავთ გრუნის პროფესორებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მიღწეულ წარმატებას”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
სტატიების გაცნობა შესაძლებელია ბმულებზე
-
GRUNI-მ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან ოფიციალური აღიარება მიიღო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი