გრუნიში საჯარო ლექცია: „სტრესი თანამედროვე სამყაროში“ გაიმართა
2023 წლის 12 ივნისს, გრუნის მედიცინის სკოლისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა ფუნქციონალური, პერსონალური მწვრთნელის – დავით ხიზანიშვილის, საჯარო ლექცია: „სტრესი თანამედროვე სამყაროში“.
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესანარჩუნებლად, როგორ გავუმკლავდეთ სტრესს, როგორია მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე, პრევენციული ღონისძიებები მისი თავიდან ასაცილებლად და ა.შ.
ამასთან, დავით ხიზანიშვილმა სტუდენტებთან განიხილა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები, რომლებიც ახალგაზრდებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა: ხერხემალი და მასთან დაკავშირებული პრობლემები – კიფოზი, სტერნოკლეიდომასტოიდი, სქოლიოზი, ლორდოზი, თიაქარი, რაც დღევანდელობის თანმდევი პროცესია, ვარჯიშის გავლენა ამ გართულებებზე და სხვა.
შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და საჭირო რჩევები მისცა ახალგაზრდებს.
შეხვედრამ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
-
GRUNI-მ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან ოფიციალური აღიარება მიიღო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი