ჰარუნ ჩიმქეს მიერ თურქულ ენაზე თარგმნილი წიგნების წარდგენა აწსუ-ში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი თურქი მთარგმნელისა და ქართველოლოგის, ასოცირებული პროფესორის, ჰარუნ ჩიმქეს მიერ თურქულ ენაზე თარგმნილი წიგნების – ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ და „ოსმალეთისა და ევროპის გზებზე ხუთი ქართველი მწერლის (სულხან-საბა ორბელიანის, ტიმოთე გაბაშვილის, გიორგი ავალიშვილის, იონა გედევანიშვილისა და გიორგი ერისთავის) მოგზაურული ჟანრის ნაწარმოებები“ – წარდგინება, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის, ცნობილი ფეხბურთელები შოთა და აჩი არველაძეები. ჰარუნ ჩიმქემ აუდიტორიას, სხვა თარგმანებთან ერთად, შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნის თურქულენოვანი თარგმანიც წარუდგინა.
ღონისძიება ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი