ჰერეთიდან ჩამოსული აბიტურიენტები ქართულის გამოცდას აფასებენ, მშობლები კი პრობლემებზე საუბრობენ
2019 წლის ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, 207-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ისტორიული ჰერეთიდან, კახიდან ჩამოსულმა სამმა აპლიკანტმა ჩააბარა.
დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, ისტორიულ სამშობლოში, სტუდენტობისათვის არაერთი აბიტურიენტი ჩამოდის და მათ, მხოლოდ კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა სჭირდებათ დაფინანსების მოსაპოვებლად. რამდენიმე ასეულ აბიტურიენტს შორის, 207-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, მხოლოდ პირველ სესიაზე სამი აპლიკანტი იყო კახის რაიონიდან: რომან უროშვილი, თამუნა თამარაშვილი და გვანცა პაპიაშვილი. აბიტურიენტების თქმით, გამოცდის დაწერა დიდად არ გასჭირვებიათ და 10-ბალიანი სისტემით, სირთულე, 9-ქულით შეაფასეს.
თამუნა თამაზაშვილი: ,,მე, კახის რაიონიდან ვარ, პირველ საჯარო სკოლაში 8 თანაკლასელთან ერთად ვსწავლობდი. სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამჭირვებია გამოცდის დაწერა, ამ საკითხებზე ისედაც ვმუშაობდით სკოლაში და ისეთი არაფერი მოსულა. უცხო ტექსტი რა საკვირველია არ გვქონდა გავლილი, მაგრამ ვიცოდი, როგორ უნდა დამემუშავებინა. აქ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მინდა სწავლის გაგრძელება და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩაბარებასთან დაკავშირებით პრობლემა არ მექნება”.
თამუნას თანაკლასელია გვანცა კოსიაშვილი, მანაც ასევე, კახის I საჯარო სკოლა დაამთავრა და აქ, თბილისში სწავლის გაგრძელება, მასაც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე უნდა.
“ჰერეთში, სულ სამი, შემორჩენილი ქართული სკოლიდან ერთ-ერთის მოსწავლე ვარ. ნამდვილად არ გამჭირვებია საგამოცდო ტესტის შესრულება, 10-ბალიანი შეფასების სისტემით, რამდენად რთული იყოო რომ მკითხონ, 8 ქულას მივცემდი. განსაკუთრებით მარტივი, ტექსტის კორექტირება იყო. თბილისში, მეც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მინდა სწავლის გაგრძელება. დიდი იმედი მაქვსო რომ გამომივა”,- აღნიშნა გვანცამ.
კიდევ ერთი, ქართული სკოლის კურსდამთავრებული რომან ნუროშვილი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ საკითხები მისთვისაც ნაცნობი იყო და იმედი აქვს, რომ კარგი შედეგი ექნება.
“მეც კახში ვსწავლობდი, ქართულ სკოლაში, კლასში 10 მოსწავლე ვიყავით. ახლა, ეროვნულ გამოცდებზე არ მგონია რომ დიდად გამიჭირდეს, დღევანდელი საკითხებიც ნაცნობია. მე, ძირითადად ტექნიკური საგნები მიადვილდება და მეტი ქულის მოგროვების იმედი ამ კუთხით მაქვს. პროფესიასაც ასე ავირჩევ. ჯერ ზუსტად არ ვიცი, სად ჩავაბარებ, თუმცა კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა გვჭირდება მხოლოდ ჰერელებს იმისათვის, რომ დაფინანსება მოვიპოვოთ, რაც ძალიან კარგია და აადვილებს ჩვენთვის მდგომარეობას”, – გვითხრა რომან უროშვილმა.
EDU.ARIS.GE სამივე აბიტურიენტის მშობლებსაც ესაუბარა. მათი ძირითადი საწუხარი ისაა, რომ მათი თქმით, წიგნებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება აგზავნის საინგილოში, ჯერ ბაქოში იგზავნება და მათ შვილებს, გაყალბებული ისტორიის სწავლა უწევთ, მათი თქმით, გამონაკლისი, პრეზიდენტის ბოლო სტუმრობა იყო, როცა ქალბატონი პრეზიდენტი, საჩუქრის პირველწყარო იყო.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა თამარ მუკბანიანმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება