I-VI კლასებში აგრარული განათლების შესახებ სახელმძღვანელოებს შეიტანენ
სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი სახელმძღვანელოების სერია შეიქმნა, რომელიც სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლებას ეხება და სასწავლო დაწესებულებებში 2021 წლიდან შევა. სახელმძღვანელო 8 ნაწილს მოიცავს და განკუთვნილია პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დამხმარე სახელმძღვანელოა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის და მოიცავს ორივე სფეროში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმძღვანელო სრულ თანხვედრაშია განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნებთან, შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ სტანდარტებს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორ თამარ ალადაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე სკოლებში მასწავლებელთა გადამზადება დაიწყება და მათ ეცოდინებათ თუ რომელ საგნებთან ერთად იქნება შესაძლებელი დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენება.
„ეს გახლავთ დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის. მათთვის მოცემული არის თეორიული ინფორმაცია, რომლის შედეგადაც უკვე მასწავლებლის შესაძლებლობების გაძლიერებაც მოხდება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყებთ ძალიან მასშტაბურ პროცესს, ტრენინგებს პედაგოგებისთვის. სახელმძღვანელოში თეორიული მასალის შემდეგ მოდის შესაბამისი აქტივობები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია განახორციელოს. თეორიული მასალა არის მხოლოდ მასწავლებლებისთვის, პრაქტიკული აქტივობები და კომპლექსური დავალებები, რომლებიც არის ძალიან სახალისო და საინტერესო არის ბავშვებისთვის. ამ აქტივობებს მითითებული აქვს რომელ საგანში შეუძლიათ ასწავლონ და მოახდინონ ინტეგრირება. ეს ყველაფერი შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს, როგორც ფორმალური განათლების კუთხით, ასევე კლასგარეშე არაფორმალური განათლების კუთხით“, – ამბობს თამარ ალადაშვილი.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან