ალტე უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე გაიმართება
1 მარტს, ალტე უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე ტარდება.
ღონისძიების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ მეტი ალტე უნივერსიტეტისა და იმ სტუდენტური ცხოვრების შესახებ, რომელიც აქ დახვდებათ. გაეცნობიან ჩვენთან არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, სწავლის დაფინანსების მოპოვების გზებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებს.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტები შეხვდებიან სკოლის დეკანებს, პროგრამის ხელმძღვანელებსა და მომავალ ლექტორებს, რომლებიც მათ ნებისმიერ კითხვაზე უპასუხებენ. რაც მთავარია, ისინი დაესწრებიან მათთვის საინტერესო პროგრამის ვორკშოპს, რაც დაეხმარებათ, უკეთ დაინახონ საკუთარი თავი მომავალ პროფესიაში.
ვორკშოპების დასრულების შემდეგ, აბიტურიენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი და ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა ვიქტორინაში, კარიერული განვითარების ბანაკის საგზურის მოსაგებად!
ღონისძიების ჩატარების დრო: 1 მარტი ,12:00
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ #2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
ღია კარის დღეზე დასასწრებად, აბიტურიენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი