„მოლაპარაკების ხელოვნება“ – X-XII კლასების მოსწავლეებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ტრენინგზე იწვევს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად ინტერაქტიულ ტრენინგში /კონკურსში: „მოლაპარაკების ხელოვნება-მედიაცია“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 1-2 მარტს.
ღონისძიება ჩატარდება სახალისო ფორმატში, სწავლა-კეთების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ინტერაქტიული ტრენინგის სახით, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით (პრეზენტაციები, ჯგუფური აქტივობები, როლური თამაშები).
ტრენინგი/კონკურსის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, გამარჯვებულებს კი პრიზები (I ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემა 100%-იანი სასწავლო გრანტი).
მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.
ან გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, მობილური) ნომერზე 598976625
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი