აჭარის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დღეს, 24 თებერვალს, რეგიონში სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
“რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში, 25 თებერვალს სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ბათუმში რამდენიმე დრეა გადაუღებლად თოვს, მეტეოროლოგები გამოდარებას 26 თებერვლიდან ვარაუდობენ.
დღესვე თემაზე განცხადება გაავრცელა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, სადაც ის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის 2 დღით შეჩერებას აანონსებს:
“აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები. როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მსგავსი კლიმატური პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. ბუნებრივია, გავაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, რათა მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს თანამოქალაქეებს”.
ამავე თემაზე:
აჭარის მუნიციპალიტეტებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – სწავლის განახლების თარიღი
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე