“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სტრასბურგში ერთკვირიანი მობილობით იმყოფებიან
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკის გავლის მიზნით, სტრასბურგში ერთკვირიანი მობილობით იმყოფებიან.
24 თებერვალს, სტუდენტები “აგორაში” ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სტუდენტებს ევროპის საბჭოს აღსრულების დეპარტამენტის სექციის ხელმძღვანელი ქეთევან ცხომელიძე და იურისტი მარიეტა ახვლედიანი შეხვდნენ, რომლებმაც სტუდენტებს აუხსნეს ევროპის საბჭოს აღსრულების დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და ისაუბრეს ევროპის საბჭოს მიერ გამოტანილი აღსრულებების მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.
მთელი კვირის განმავლობაში სტუდენტები ესტუმრებიან ევროპის საბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტებს, შეხვდებიან ევროპული სასამართლოს იურისტებს და მოსამართლეებს და ასევე დაესწრებიან ევროპულ სასამართლოში ძირითადი პალატის წინაშე საქმის განხილვას.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი