ეკონომიკის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია GRUNI-ს მონაწილეობით პრაღაში გაიმართება
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მსოფლიო ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტთან (თურქეთი) და სევილიის უნივერსიტეტთან (ესპანეთი) ერთად 2025 წლის 23-25 ივლისს პრაღაში მართავს ეკონომიკის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციის მიმართულება შეზღუდულია და ეხება მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროს.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
გრუნის პროფესორები და სტუდენტები, როგორც კონფერენციის თანაორგანიზატორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს
-
GRUNI-ს ასისტენტ-პროფესორის თანაავტორობით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს წარმომადგენლები თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი „პედაგოგთა განათლების ფორუმი – 2026“-ის მუშაობაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი