GE

I-VI კლასის სახელმძღვანელოების სია, რომლებსაც გრიფი მიენიჭა

I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი ნაწილობრივ დასრულდა, შესაბამისად სახელმძღანელოების/სერიების მაკეტების ნაწილს გრიფი უკვე მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ავრცელებს.

იხილეთ სახელმძღვნელოების ჩამონათვალი (25/07/2018 მდგომარეობით)

იხილეთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალი (03/08/2018 მდგომარეობით)

რაც შეეხება დანარჩენ სახელმძღვნაელოებს, წიგნების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს: რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება.

ასევე, ელექტრონული სკოლის კონტექსტში ცხადი გახდა, რომ ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს.

სამინისტროს ინფორმაციით, არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დაგეგმილია საკმაოდ დიდი სამუშაოს ჩატარება, რომელიც საუკეთესო წიგნების ადაპტაციასა და სასწავლო პროცესში ინტეგრაციას მოიცავს. არაქართული სკოლების პედაგოგების აქტიური ჩართულობით სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები ეტაპობრივად დაინერგება

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტროს განმარტება: გრიფი სახელმძღვანელოების ნაწილს მიენიჭა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური