GE

IBSU-მ ადმინისტრაციული სამართლის ფორუმს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ადმინისტრაციული სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის მონაწილეებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი მიესალმა. დღესვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ შორის.

ფორუმზე განიხილეს ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს დროებითი განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები.

პირველ სესიას უძღვებოდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, ხატია არდაზიშვილი, რომელმაც სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის წარმოების საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

ფორუმის მეორე სესია ჩაატარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ თამარ ოქროპირიძემ, რომელმაც მონაწილეებს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები გააცნო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა და საჯარო მოხელეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადმინისტრაციული სამართლის საკითხებით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური