GE

IBSU-ს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ეწვივნენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძესთან და ბიუროს ექსპერტ მალხაზ ჩიტაიასთან.

სტუმრებმა სტუდენტებთან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მნიშველობასა და ფუნქციებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუნდენტებს ექსკლუზიური შესაძლებლობა მიეცემათ სასწავლო პრაქტიკა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიარონ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური