GE

IBSU-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა ურბანული ტოპოლოგიების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის პროფესორებმა და სტუდენტებმა ურბანული ტოპოლოგიების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

ურბანული ტოპოლოგიების ფორუმის მესამე ფაზა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1-4 დეკემბერს ჩატარდა. ფორუმის ორგანიზებაში IBSU-ს მხრიდან ჩართული იყვნენ არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი გიორგი წანაწყენიშვილი და IBSU-ს მოწვეული ლექტორი არქიტექტურის მაგისტრი, დოქტორანტი გიორგი გაბუნია.

გიორგი წანაწყენიშვილი და გიორგი გაბუნია ურბანული ტოპოლოგიების ფორუმის ფარგლებში მიმდინარე წლის ოქტომბერში ვიზიტით იყვნენ შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმში.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური