GE

IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადა 2021 ახლოვდება

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 20 მარტს სასკოლო ოლიმპიადა 2021-ს ატარებს.

სასკოლო ოლიმპიადები, უნივერსიტეტის მიერ, ყოველ წელს ტარდება, რათა აბიტურიენტებს საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მიეცეთ. მათ შორის საუკეთესოებს კი სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდებათ ბაკალავრიატზე სწავლა.

2021 წლის სასკოლო ოლიმპიადა ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში იმართება და იგი 20 მარტს ონლაინ, 14 საათზე დაიწყება. შესაბამისად, მასში მონაწილეობის მიღება სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია.

ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა.

ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

ტესტურ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად მოსწავლეებს 80 წუთი ექნებათ.

რით დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები?

1-ლი ადგილი: იბსუს 100%-იანი სასწავლო გრანტი;
მე-2 ადგილი: იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტი;
მე-3 ადგილი: იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტი;
მე-4-დან 25-ეს ჩათვლით: იბსუს 50%-იანი სასწავლო გრანტი;
26-დან – 50-ეს ჩათვლით: იბსუს 25%-იანი სასწავლო გრანტი.

დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისა და ტესტირების პროცესის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური