“IBSU- სასკოლო ოლიმპიადა 2015” მე-12 კლასელთათვის
შავი ზღვის საერთაშპრისო უნივერსიტეტი იწვევს მე-12 კლასელებს ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის, რომელიც 2015 წელის, 7 მარტს გაიმართება. ოლიმპიადა ერთდროულად საქართველოს 5 ქალაქში ჩატარდება – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ბათუმი, მარნეული.
ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში. ტექნიკური მიმართულება გულისხმობს ტესტირებას სამ საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება გულისხმობს ასევე სამ საგანში ტესტირებას : ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.
ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად, საკმარისია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
კომბინირებული ტესტები, 75 ტესტური შეკითხვისგან შედგება, ხოლო ხანგრძლივობა 100 წუთი იქნება.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I – ადგილზე გასული 2 პრიზიორი, დაჯილდოვდება “Ipad”-ით და IBSU-ს 100%-ი სასწავლო გრანტით ;
მე-II და მე-III ადგილზე გასული 4 გამარჯვებული დაჯილდოვდება უახლესი მოდელის ტელეფონით, “Kindle”-ით და IBSU-ის 75%-ნი სასწავლო გრანტით;
მე-IVდან მე- X ადგილზე გასული 10 პრიზიორი დაჯილდოვდება IBSU-ს 50%-ნი სასწავლო გრანტით;
მე-XI დან XXV-ე ადგილზე გასული 30 პრიზიორი დაჯილდოვდება 20 %-ნი IBSU-ს სასწავლო გრანტით;
ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა!
ტესტირების ჩატარების ადგილმდებარეობა და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი