“იბსუ-ში მიღებული განათლება ნამდვილად არის წარმატების საწინდარი საერთაშორისო ასპარეზზე” – სოფო სხირტლაძე
სოფო სხირტლაძე IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსდამთავრებულია. როგორც თავად ამბობს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა მისთვის განსაკუთრებული არა მარტო აკადემიური პერსონალისა და ზოგადად აკადემიური ხარისხის გამო იყო, არამედ იმ საერთაშორისო გარემოს გამო, რომელმაც მისი ცოდნის თვალსაწიერი გააფართოვა. თავად გიამბობთ, რას ნიშნავს მისთვის იყო იბსუ-ს სტუდენტი.
”ჯერ კიდევ ბაკალავრიატის ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც სტაჟირება დავიწყე ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციაში. უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში თანამშრობლადაც ამიყვანეს, თუმცა იბსუ-ში გაღვივებულულმა ჩემი ინტერესებმა და ამბიციებმა სულ მალე სხვა გზით წამიყვანა. ჩავაბარე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომიკის მაგისტრატურაზე, რომელიც 2008 წელს წარმატებით დავამთავრე. ერთი წელი იმავე უნივერსიტეტში მკვლევარად ვიმუშავე, ხოლო 2009 წლის აგვისტოში გავემგზავრე აშშ-ში, სადაც მეორე მაგისტრატურა დავამთავრე. 2010 წელს კი სწავლა გავაგრძელე დოქტურანტურაზე იტალიაში. დოქტურანტურის 4 წლის განმავლობაში გადამზადება და სტაჟირება გავიარე სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთები როგორიცაა: ლონდონის ეკონომიკის სკოლა და მსოფლიო ბანკი. საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე წელი მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისში გავატარე. 2015 წელს შემოთავაზება მივიღე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევით ინსტიტუტისგან და დავბრუნდი საქართველოში ინსიტუტის კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელად. პარალელურად ლექციებს ვკითხულობ სამაგისტრო პროგრამაზე და სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომებს ვხელმძღვანელობ.
დავამთავრე დემირელის კოლეჯი, კარგად ვიცნობდი გარემოს, ლექტორებს, და ვიცოდი როგორი ხარისხის განათლებას მივიღებდი თუ ჩავაბარებდი იბსუ-ში. 2002 წელს როცა მე ვაბარებდი უნივერსიტეტში, იბსუ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, სადაც ვიცოდი, რომ განათლების მიღების რეალური შანსი მექნებოდა. შესაბამისად, სხვა ალტერნატივა არც კი განმიხილავს.
ისევე როგორც დემირელის კოლეჯში, იბსუ-ში სწავლა განსაკუთრებული იყო არა მარტო აკადემიური პერსონალისა და ზოგადად აკადემიური ხარისხის გამო, არამედ პირველ რიგში, იმ გარემოს გამო, რომელიც იქ იყო შექმნილი. საერთაშორისო გარემომ და მეგობრებმა ჩემი ცოდნის თვალსაწიერი გააფართოვეს. ლექტორებსა და სტუდენტებს შორის მეგობრულმა და უშუალო დამოკიდებულებამ ჩემი შეხედულებები ამ პროფესიის მიმართ სრულიად შეცვალეს.
საერთაშორისო ლიტერატურა, ბიბლიოთეკა და მასალები, რომელზეც წვდომა მქონდა სწავლის განმავლობაში დამეხმარა საერთაშორისო დონის განათლების მიღებაში. კლასგარეშე აქტივობები, ღონისძიებები, შეხვედრები კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო სახალისოს ხდიდა.
პირველ რიგში, უნივერსიტეტის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ აქ შევიყვარე ის მეცნიერება, რომელსაც დღეს მე სიამოვნებით ვემსახურები და რომელზეც ჩაბარამდე ძალიან მცდარი წარმოდგენები მქონდა. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ლექტორების დამსახურებაა, მათი პროფესიონალიზმის და დამოკიდებულებას სტუდენდებისადმი. ასევე იბსუ-ში განვითარებული პროფესიული უნარები დამეხმარა წარმატება მიმეღწია კარიერის შემდეგ საფეხურებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო გარემოში.
მსოფლიოში მოვლენები ისე ვითარდება რომ ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარს შორის საზღვრები იშლება. იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ საჭიროა კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ამისთვის კი აუცილებელია განათლება მივიღოთ ისეთ გარემოში, რომელიც ყველაზე ეფექტურად განვიგვითარებს საჭირო უნარებს.
ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ იბსუ-ში მიღებული განათლება ნამდვილად არის წარმატების საწინდარი საერთაშორისო ასპარეზზე”, – გვითხრა სოფო სხირტლაძემ.
-
ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში
by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო
by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა
by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი