GE

მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სასკოლო „Start-up მარათონი“ იწყება – რეგისტრაციის ვადები და პრიზები

ალტე უნივერსიტეტი TBC for Youth – თიბისი ახალი თაობისთვის, თიბისი ბიზნესისთვის – TBC For Business, Entrepreneur Georgia-სა და GITA • Tech Park მხარდაჭერით ყოველწლიურ სასკოლო „Start-up მარათონს“ იწყებს!

პროექტი წელს უკვე მესამედ ხორციელდება და მისი მიზანია სკოლის მოსწავლეებში ანტრეპრენერული აზროვნების განვითარება და მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერა.

თუ ხარ X, XI ან XII კლასის მოსწავლე, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და გაქვს საინტერესო, ინოვაციური ბიზნეს იდეა, მაშინ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე!

შექმენი 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი, ჩაერთე მარათონში და განახორციელე ან განავითარე შენი იდეა პროფესიონალ მენტორებთან ერთად.

„Start-up მარათონი“ მოგცემს შესაძლებლობას, გაიგო, რა არის მეწარმეობა და რა ეტაპებს გადის იდეა, სანამ რეალობად იქცევა. შეძლებ, განივითარო გუნდური მუშაობის, ინოვაციური ხედვისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარები.

პროექტის ეტაპები:

  • ინოვაციური ბიზნეს იდეისა და მონაწილეების რეგისტრაცია;
    იდეების გადარჩევა;
  • ტრენინგ-სესიები შერჩეული იდეების ავტორებისთვის;
    მენტორინგი;
  • ფინალური ღონისძიება – გამარჯვებული იდეების გამოვლენა.

პრიზები:

  • ალტე უნივერსიტეტი, რჩეული იდეის ავტორს, „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის” სერვისების გამოყენებით, დაეხმარება თავისი ინოვაციური ბიზნეს იდეის განხორციელებასა და ინვესტორების მოძიებაში;
  • თიბისი თავის რჩეულ იდეას გადასცემს ფულად პრიზს იდეის განხორციელების ხელშეწყობისთვის;
  • ანტრეპრენერი გამოავლენს თავის რჩეულ იდეას და იქნება მისი მედია მხარდამჭერი;
  • ჯიტა თავისი რჩეული იდეის ავტორს დაეხმარება პროტოტიპის შექმნაში

არ გამოტოვო ეს უნიკალური შესაძლებლობა!

გაიარე რეგისტრაცია და შემოგვიერთდი: https://shorturl.at/4eQZC

რეგისტრაცია 4 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური