გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ვატიკანში იმყოფებოდნენ
მიმდინარე წლის 29-31 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ვატიკანში.
ვიზიტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივის ხელმძღვანელ, დონ ფლავიო ბელუომინთან და არქივისტ, ვალენტინა კარახანიანთან.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორ მიმდინარე პროექტს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა“ და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივში არსებულ საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტების შემცველი რვა ტომის რესტავრაციასა და კონსერვაციას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, დროებითი საქმეთა მმართველი, ქალბატონი სოფო ქარცივაძე და რეფერენტი, ქალბატონი ირინა სანაშვილი.
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აპარატის წევრებთან სახალხო დამცველის შეხვედრა გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი