GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიუნსტერის უნივერსიტეტთან ერთად მოიპოვა ფოლკსვაგენის ფონდის გრანტი, რომლის ფარგლებშიც 10 სადოქტორო საფეხურის სტუდენტი დაიცავს დისერტაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თემატიკაზე.

პროგრამა დოქტორანდებს ორმაგ სადოქტორო პროექტებს (ე.წ. კოტიუტელის პროგრამას) შესთავაზებს. თითოეული დოქტორანდი სწავლისა და კვლევის დროის ნახევარს თბილისში გაატარებს, ხოლო მეორე ნახევარს – მიუნსტერში.

კონკურსი სტუდენტების პროგრამაზე მისაღებად 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამასთან პროგრამის ამოქმედებასთან ერთად დაიწყება მიუნსეტერისა და ილიაუნის ერთობლივი გამოცემების სერია სახელწოდებით „გერმანულ-ქართული წელიწდეული”.

ქართული მხარიდან პროგრამას ილიაუნის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია უხელმძღვანელებს, ხოლო გერმანული მხარიდან – მიუნსტერის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფ. მიქაელ ქვანტე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური