ილიაუნის პროფესორების სტატია რეიტინგულ ჟურნალში „LANCET PSYCHIATRY“ გამოქვეყნდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, ჯანა ჯავახიშვილისა და ნინო მახაშვილის თანაავტორობით საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Lancet Psychiatry” (იმპაქტფაქტორი 64.3) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „Providing immediate digital mental health interventions and psycho-trauma support during political crises“.
სტატია შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისს, რომელიც დაცული ონლაინპლატფორმისა და ონლაინკონსულტირების საშუალებით ემსახურება ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრებ რეპრესირებულ ადამიანებს.
ეს სერვისი ჯანა ჯავახიშვილმა და ნინო მახაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან – ფედერაცია ,,გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” და ჩეხეთის საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი – ერთად განავითარეს.
სტატიის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.
ჟურნალის შესახებ
ჟურნალი „Lancet Psychiatry” ფსიქიატრიული პროფილის ჟურნალებს შორის რეიტინგით მსოფლიოში მეორეა და მისი იმპაქტფაქტორია 64.3. მასში გამოქვეყნებული კვლევები ასახავს მსოფლიოში არსებულ ფსიქიატრიულ პრაქტიკას. თემები მოიცავს ფსიქოფარმაკოლოგიას, ფსიქოთერაპიას და ფსიქოსოციალურ მიდგომებს ყველა ტიპის ფსიქიატრიულ აშლილობასთან მიმართებით.
- პროექტი უნიკურსი: მიღება ილიაუნის უნილაბის სრულად დაფინანსებულ ონლაინკურსებზე by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საგაზაფხულო სკოლა: ადამიანი და მისი გარემო – დედამიწიდან ვარსკვლავებამდე by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკული ვორკშოპი – „ასტროლაბი“ ილიას უნივერსიტეტში ჩატარდება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი