GE

ილიაუნიში საჯარო ლექციების ციკლი ,,კრიზისი და კრიტიკა” იწყება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს საჯარო ლექციების ციკლს “კრიზისი და კრიტიკა”, რომლის ფარგლებშიც ლექციებს წაიკითხავენ გამოჩენილი უცხოელი მეცნიერები. ციკლის მხარდამჭერია კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი და ფრიბურგის უნივერსიტეტი (შვეიცარია).

ილიაუნის ინფორმაციით, ციკლის ფარგლებში პირველი მომხსენებელი იქნება მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, პოსტსაბჭოთა საზოგადოებების კვლევების ცენტრის დირექტორი, ვლადიმირ ტისმანიანუ. 9 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ის წაიკითხავს ლექციას თემაზე: “ფანტაზიები ხსნის შესახებ ცენტრალურ ევროპაში. კრიზისის პოლიტიკა 1990-ანი წლების შემდეგ”.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ლექციაზე ვლადიმირ ტისმანიანუ ისაუბრებს მეხსიერებასა და დემოკრატიას შორის ურთიერთკავშირზე პოსტსაბჭოთა რუმინეთში, ასევე – ღირებულებითი და პოლიტიკური კრიზისების ურთიერთკავშირის საკითზე. იგი შეეცდება პასუხი გასცეს მთავარ კითხვას: კვლავ აქვს თუ არა კომუნიზმს და ფაშიზმს მომავალი აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ევროპაში?

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური