GRUNI-ს საუნივერსიტეტო კლინიკა „პინეომ“ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მულტიპროფილურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ “პინეო – სამედიცინო ეკოსისტემა” წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია Accreditation Canada და მოიპოვა პლატინის სტატუსი.
ეს წარმატება კლინიკის თითოეული პერსონალის დამსახურება და კიდევ ერთი ნაბიჯია გრუნის მედიცინის სკოლის პროგრამების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით განხორციელებისათვის.
ვულოცავთ პინეოს და გრუნის სტუდენტებს ამ წარმატებას.
ხუთდღიანი შეფასების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს:
- 15 სტანდარტი და მასში გაერთიანებული 1600-მდე კრიტერიუმი
- დოკუმენტაცია და პროცესები
- უსაფრთხოების სისტემები და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები
- პაციენტთა უსაფრთხოების სტრატეგიები
- პაციენტთა ჩართულობისა და კომუნიკაციის პროცესები
… და სხვა მრავალი მიმართულება.
აკრედიტაცია გვიჩვენებს, რომ ჩვენი კლინიკა მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
-
GRUNI-სა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მკვლევართა სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში, TESOL პროგრამის კურსდამთავრებული პედაგოგებისთვის ტრენინგი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი