EMIS-ის გაფრთხილება სკოლების ადმინისტრაციას და მასწავლებლებს – 27 დეკემბერი სემესტრის ბოლო დღეა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გიზიარებთ:
“27 დეკემბერს, 2024-2025 პირველი სემესტრის ბოლო დღეა! სემესტრის დასრულებიდან, 14 კალენდარული დღის ვადაში გექნებათ ელექტრონული ჟურნალის რედაქტირების შესაძლებლობა ანუ 10 იანვრის ჩათვლით.
11 იანვარს, ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დადასტურდება, რის შემდეგაც მხოლოდ სემესტრული ქულის რედაქტირება იქნება შესაძლებელი. 11 იანვრის შემდეგ, თქვენ ვეღარ შეძლებთ სემესტრის განმავლობაში, მიმდინარე დასწრების მაჩვენებლისა და შეფასებების ასახვა/ რედაქტირებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული საკითხი და მაქსიმალურად ყურადღებით შეამოწმოთ ასახული მონაცემები”.
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება