GE

ილიაუნიში სახელმძღვანელოს “შეფასება სწავლებისათვის ინკლუზიურ სკოლებში”” პრეზენტაცია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმძღვანელოს “შეფასება სწავლებისათვის ინკლუზიურ სკოლებში”” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სახელმძღვანელოს ერთ-ერი ავტორი კნურ როარ ენგი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნივერისტეტის აკადემიური სექტორის წარმომადგნელები, ასევე, სკოლის დირექტორები და სტუდენტები დაესწრნენ.

სახელმძღვანელო შეიქმნა სპეციალურად ქართულ საგანმანთლებლო სივრცეში მოღვაწე სპეციალისტებისათვის, სქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საუნივერსიტეტო სწავლებისათვის პედაგოგიკის მიმართულებით, რათა ხაზი გაესვას სწავლების პროცესში შეფასების მნიშვნელობას, ახლებურ მიდგომებსა და ხედვებს. სახელმძღვანელო დაეხმარება პედაგოგებს და განათლების სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს ახლებურად გაიაზრონ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების კონცეფცია და გახდენენ მეტად კონცენტრირებულნი სწავლების პროცესის დინამიკის, მოსწავლის მიერ განხორციელებული პროგრესის შეფასებაზე.

სქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო ინკლუზიურ განათლებას 2005 წლიდან ნერგვას და აღნიშნულ პროცესში მას მეთოდოლოგიურ და ფინანსურ დახმარებას ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტრო უწევს. 2014 წელს აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, რიჩარდ როსმა – (ინკლუზიური განათლების პროფესორი ნორტჰემპტონის უნივერსიტეტში) და კნურ როარ ენგმა (განათლების პროფესორი ვეტსფოლდისა და ბუსკერუდის უნივერსიტეტში) აპეციალურად ქართველი სპეციალისტებისთვის შექმნეს ეს სახელმძღვანელო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური