GE

„იმაზე უფრო ვნერვიულობ, რომ არ ვნერვიულობ“, – 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა ლიტერატურაში, აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება.

გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტები 103-ე საჯარო სკოლასთან, EDU.ARIS.GE-ს უზიარებენ როგორი განწყობა აქვთ გამოცდის წინ და როგორია მათი შემართება:

“არ არის რთული და არც მეშინია. ალბათ პროგრამული თემები მოვა და რასაც გინდა იმას დაწერ. მომზადებული ვარ”, – ანა ხატისკაცი.

ანა ბადურაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საერთოდ არ ნერვიულობს, რაც უფრო მეტად ანერვიულებს:

“საერთოდ არ ვნერვიულობ, იმაზე უფრო ვნერვიულობ, რომ არ ვნერვიულობ. არც მთლად იმედიანად ვარ და არც ისე. მგონია, რომ ნაწარმოებები იქნება, რადგან თემები უფრო მოდის. უფრო მეტი სასაუბროა და ალბათ მოვა “ვეფხისტყაოსანი”, – აღნიშნა ანი ბადურაშვილმა.

“ტაშფანდურით შევალ და ტაფანდურით გამოვალ. თემები შეიძლება მოვიდეს ომზე და მშვიდობაზე”, – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიერნტმა, დავით ბერაძემ.

4 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.

2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამარ შუკვანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური