ინფორმაცია თავისუფალ უნივერსიტეტში მობილობის მსურველთათვის
თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მობილობის უფლების მოპოვება, შემდგომ კი ჩვენი უნივერსიტეტის შიდა პროცედურების გავლა.
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა რეგისტრაცია ჩატარდება 4 სექტემბერს 14:00 საათსა და 17:00 საათზე
რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტები:
1. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)
2. გავლილი საგნების სილაბუსები
3. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
4. ელექტრონული სურათი (3/4)
მობილობის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში განაგრძონ.
იმისათვის, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღო და გაეცნო თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძლების შესაძლებელობებსა და პირობებს – შეავსე მარტივი ფორმა, დარეგისტრიდრი მობილობის გაცნობით პროგრამაზე. ჩვენ მოგიწვევთ და ასევე მოგაწვდით მობილობასთან დაკავშირებულ სიახლეებს.
სარეგისტრაციო ფორმა
თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო შიდა პროცედურები:
ბიზნესის სკოლა (ESM)
ესსე
გასაუბრება
საერთაშორისო ურთიერთობები (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი)
ესსე
გასაუბრება
სამართლის სკოლა
ესსე
გასაუბრება
კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (MACS)
ტესტი მათემატიკაში
გასაუბრება
ფიზიკის სკოლა
ტესტი ფიზიკაში ან მათემატიკაში
გასაუბრება
მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა
ესსე
გასაუბრება
-
9 -12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი “ედისონის ლიგა – QUINTUS 2017” გამოცხადდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
“ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქვრივს განცხადებით პასუხობს
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი