ინგლისურ ენაში ბარიერი სამივე ვარიანტისთვის ერთი იქნება
ინგლისურ ენის საგამოცდო ტესტის სამივე ვარიანტი 99%-ით თანაბარი სირთულის იყო. ეს განცხადება Aris.ge-განათლებასთან საუბარში უცხოური ენების საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გამსვლელი ქულა ყველა ვარიანტისთვის ერთი და იგივე იქნება.
,,ნედლი ქულები უკვე გამოქვეყნდა. სამივე ვარიანტი სირთულის დონის მიხედვით 99% ერთმანეთთან ახლოსაა. ძალიან სკრუპულოზურად თუ შევხედავთ, მესამე ვარიანტი იყო ოდნავ რთული. თუმცა ძალიან უმნიშვნელოდ. ყოველ წელს ასეა – ტესტები ვარიანტების მიხედვით თანაბარი სირთულისაა, ვნახოთ სკალირება რას იზამს. ეს ტექნიკური მხარეა. თუმცა მე რასაც ვხედავ იქიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ბარიერი ყველა ვარიანტისთვის ერთი და იგივე ქულა იქნება,”- განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.
მისივე ინფორმაციით, წელს შარშანდელთან შედარებით ჩაჭრის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია – ოთხივე უცხო ენაში 8%.
,, პირველადი მონაცემებით, ბარიერი სულ 8%-მა ვერ გადალახა. ინგლისური 7,7%-მა. ეს ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. აქვე გეტყვით, რომ წელს უფრო მაღალი ქულები დაიწერა ვიდრე წინა წლებში. გაცილებით მეტი 100 ქულიანი გვყავს. დაახლოებით 700 აბიტურიენტმა მიიღო თემის დაწერაში უმაღლესი შეფასება – 16 ქულა. ვინც თემას კარგად წერს, როგორც წესი, მას არც სხვა დავალებები უჭირს,”- აღნიშნა უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ტყემალაძის თქმით, შედეგების მიხედვით, აბიტურიენტებს არ გასჭირვებიათ მოსმენის ნაწილის დავალებების შესრულება მიუხედავად იმისა, რომ ის შარშანდელთან შედარებით გართულებული იყო, თუმცა ტრადციულ პრობლემად რჩება თემის წერა.
რაც შეეხება სხვა უცხოურ ენებს, რუსუდან ტყემალაძის თქმით, გერმანული, რუსული და ინგლისური ენების ჩამბარებლების შედეგები ერთმანეთთან ახლოსაა. თუმცა ფრანგულ ენაში აბიტურიენტები უფრო დაბალ ქულებს იღებენ.
აპელაციის პროცესთან დაკავშირებით კი რომელიც დღეს დაიწყო – უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტების მშობლებს ურჩევს, განაცხადი მხოლოდ განაცხადისთვის არ შევასონ. კარგად შეისწავლონ აბიტურიენტის ნაშრომი და მხოლოდ კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში მიმართონ კომისიას.
ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება – პროცედურები
ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა 12 აგვისტოს 18:00 საათზე შეწყდება
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება