ახალი განრიგი პედაგოგებს – ინგლისური ენის დანართების მომზადება კურიკულუმებისთვის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებისთვის საგნობრივ ექსპერტებთან ახალი შეხვედრა/სემინარების გრაფიკს აქვეყნებს, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში იმართება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმების ჯგუფი განმარტავს, საგნობრივი შეხვედრები ეროვნული სასწავლო გეგემის დანერგვის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და პრობლემური საკითხების განხილვას გულისხმობს.
- 1 მაისი/ორშაბათი 19.00 – პირველი უცხო ენის ექსპერტი თამთა კამკამიძე. თემა: ინგლისური ენის დანართების მომზადება კურიკულუმებისთვის;
- 2 მაისი/ სამშაბათი 19.00 – ბუნებისმეტყველების ექსპერტი მარინა ჭელიძე. თემა: შეფასება;
- 3 მაისი/ ოთხშაბათი 19.00 მეორე უცხო ენის ექსპერტი ანა მხეიძე. თემა: ლაპარაკის უნარ-ჩვევების გამომუშავება მეორე უცხო ენაში;
- 4 მაისი / ხუთშაბათი 19.00 – ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი თამარ ჯაყელი. თემა: სასკოლო კურიკულუმის განვითარება – გამოწვევები;
- 5 მაისი /პარასკევი 19.00 – მუსიკის ექსპერტი დავით ზათიაშვილი. თემა: კურიკულუმის გაწერა;
- 6 მაისი / შაბათი 19.00 – ისტორიის ექსპერტი თეა ქარჩავა. თემა: შეფასება-სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები ისტორიაში.
შეხვედრები რეგულარულად საღამოს 19:00 საათზე იმართება.
იხილეთ უკვე ჩატარებული შეხვედრების ვიდეო არქივი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება