GE

ინგლისური ენის ესეების უფასო ვორქშოფი აბიტურიენტებისთვის – ალტე უნივერსიტეტი

ხარ აბიტურიენტი?

“ალტე უნივერსიტეტში“ ინგლისური ენის ესეების უფასო ვორქშოფზე რეგისტრაცია დაიწყო!

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის წერითი კომპონენტი არაერთი სტუდენტისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება. იმისთვის, რომ აბიტურიენტმა აღნიშნული დავალება უმაღლესი შეფასებით შეასრულოს და შემდგომშიც, ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების დროს, თავისუფლად შეძლოს წერითი დავალებების, შუალედურების, ფინალურების, სამსახურეობრივი წერილების თუ უბრალოდ უცხოელ მეგობართან შეტყობინების გაგზავნა, აუცილებელია განვითარდეს არგუმენტირებული მსჯელობის, ანალიტიკური და კრიტიკული წერის უნარები, რისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია შესაბამისი მეთოდოლოგია და ინგლისური ენის ფილოლოგის რეალური პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება.

სწორედ იმიტომ, რომ „ალტე უნივერსიტეტისთვის“ აბიტურიენტების ხელშეწყობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, საგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინგლისური ენის ესეების უფასო ვორქშოფების სერიას, რომლის მიზანიცაა: წერის ტექნიკის, ტექსტის ანალიზის, მოსმენისა და წარმოთქმის უნარების გაუმჯობესება, გარდა ამისა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის შევსება, გამოცდის კომპონენტებს შორის დროის გადანაწილებაზე მუშაობა და გამართულად წერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა.

მონაწილეობის მსურველებს სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეუძლიათ 17 დეკემბრის ჩათვლით.

ვორქშოფს გაუძღვება: ლელა იაშვილი, „ალტე უნივერსიტეტის“ ლექტორი, ენების ცენტრ „გლობუსი“-ს დამფუძნებელი.

ჩატარების დრო: 18 დეკემბერი, 12:00 სთ.
ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ #2.

ალტე უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური